აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 42 600-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 500 ადამიანი კი გარდაიცვალა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა ოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა.
ვირუსს 125 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
რეკორდულად მაღალია ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა დღიური ოდენობაც.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, 42 600-მდე ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 500 ფაქტი დაფიქსირდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რიცხვი 680 ათასს აღწევს.