აშშ-ში უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადი გასულ კვირაში კიდევ 4.4 მილიონმა ადამიანმა შეავსო
გასულ კვირაში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი დამატებით 4.4 მილიონმა ამერიკელმა შეავსო.
„ბიბისის“ ინფორმაციით, გასული ხუთი კვირის განმავლობაში შემწეობა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა.
ახალი განაცხადების ჩათვლით, მარტის შუა რიცხვების შემდეგ, საერთო ჯამში განაცხადი კორონავირუსის გამო სამუშაოს გარეშე დარჩენილ 26.4 მილიონ ადამიანს აქვს შევსებული.
„ფოქს ბიზნესი“ წერს, რომ საერთო სამუშაო ძალის 16 პროცენტი უმუშევარია.
შედარებისთვის, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, ეს მაჩვენებელი 10 პროცენტი იყო.