აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 1 922 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
აშშ-ში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 33 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 432 132-ს მიაღწია.
„სიენენის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით სულ დაღუპულია 14 817 ადამიანი, მათ შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 922 პაციენტი დაიღუპა. ეს ერთ დღეში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, რაც აქამდე დაფიქსირებულა. აქედან 779 შემთხვევა მხოლოდ ნიუ იორკში იყო.
ამასთან, აშშ-ში ვაიომინგი ერთადერთი შტატია, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.