აშშ-ში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ის 61 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 415 ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 61 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 415 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 3 773 260 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 140 534 ადამიანი.