აშშ-ში გარდაიცვალა ასტრონავტი, რომელიც 1972 წელს მთვარეზე იმყოფებოდა
აშშ-ში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ასტრონავტი, რომელიც 1972 წელს მთვარეზე იმყოფებოდა. ჯონ იანგ კოსმოსში ექვსჯერ გაფრინდა. ასტრონავტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება NASA-ში გამოთქვეს,
„იანგი ორჯერ გაფრინდა მთვარეზე, ის ერთხელ დაეშვა მთავრის ზედაპირზე და პირველი მისიის „სპეის შატლის“ წევრი იყო. ის კოსმოსში ექვსჯერ გაფრინდა“ – აცხადებენ კოსმოსურ სააგენტოში.
ჯონ იანგი ერთადერთი ასტრონავტია, რომელმაც მალულად კოსმოსში სენდვიჩის გატანა შეძლო, რომელიც მეგობარ ასტრონავტს გადასცა.
დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე სულ 12 ასტრონავტია ნამყოფი. ჯონ იანგი მათ შორის რიგით მეცხრე იყო.