აშშ-ში, ფლორიდაში პარკლენდის საშუალო სკოლაში დაღუპულთა იდენტიფიცირების პროცესი დასრულებულია.
ამერიკულ მედიასაშუალებებში თავდასხმის მსხვერპლთა ვინაობა ვრცელდება.
19 წლის ნიკოლას კრუზის მიერ გახსნილ ცეცხლს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი პედაგოგი და 14 სკოლის მოსწავლეა.
14 წლის ალისა ალჰადეფი. ფეხბურთელი. ალისას დედამ. ლორი ალჰადეფფმა, ტელეკომპანია CNN -ის ეთერით პრეზიდენტ ტრამპს მიმართა და მოქმედებისკენ მოუწოდა.
სკოტ ბიგელი – 35 წლის, გეოგრაფიის პედაგოგი. მისი ერთ-ერთი მოსწავლის, კელსი ფრენდის განცხადებით, ბიგელმა ის და მისი მეგობრები სროლის დაწყებისას საკლასო ოთახში ჩაკეტა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა თავად დაიღუპა. კელსი ფრენდი ბიგელის თქმით, ის პედაგოგის დახმარებით გადარჩა.
მარტინ დუქო ანგუიანო -14 წლის მოსწავლე
ნიკოლას დუორეთი – 17 წლის სპორტსმენი, მოცურავე.
აარონ ფეისი – 37 წლის, ფეხბურთის მწვრთნელი. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის დროს ის მოსწავლეებს გადაეფარა. ფეისი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
კარმენ შენტრუპი -16 წლის, სკოლის მოსწავლე
პიტერი ვონგი – 15 წლის, სკოლის მოსწავლე
ჯეიმი გუტენბერგი – 14 წლის მოსწავლე. ის სთოუნმენის სკოლაში ძმასთან ერთად სწავლობდა. თავდასხმას მისი ძმა ჯესი გადაურჩა.
კრის ჰიქსონი – 49 წლის, სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი. საზღვაო ძალების რეზერვისტი. ის 2007 წელს ერაყის მისიაში იღებდა მონაწილეობას.
ჰელეა რამსი – 17 წლის, სკოლის მოსწავლე
ალექს შაჩტერი – 14 წლის, სკოლის მოსწავლე
ლუკ ჰოიერი – 15 წლის მოსწავლე
ლარა ლორანი – 14 წლის მოცეკვავე.
ჯინა მონტალტო – სკოლის მოსწავლე
ხუაკინ ოლივერი – 17 წლის
ალაინა პეტი -14 წლის
მიდოუ პოლაკი – 18 წლის