აშშ-ში ფეთჰულა გიულენის სახლთან სროლის ხმა ისმოდა
აშშ-ში ფეთჰულა გიულენის სახლთან სროლის ხმა ისმოდა

აშშ-ში მცხოვრები თურქი ოპოზიციონერი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის სახლთან სროლის ხმა ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, პენსილვანიაში მდებარე სახლში პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გიულენის საცხოვრებელში შეღწევას შეიარაღებული პირი შეეცადა. დაცვამ მას ცეცხლი გაუხსნა და ის გაიქცა. სამართალდამცავების თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაუკავებიათ, დაჭრილები არ არიან. სროლის დროს თავად ფეთჰულა გიულენი სახლში იმყოფებოდა.

აშშ-ში მყოფ ფეთჰულა გიულენს თურქეთში 2016 წელს მოწყობილი უშედეგო სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. მის ექსტრადიციას ვაშინგტონისგან ანკარა ითხოვს.