აშშ-ში ფერმერებისთვის „კოვიდ-19“-ის შედეგებთან გასამკლავებლად 19 მილიარდ დოლარს გამოყოფენ
აშშ-ში ფერმერებისთვის „კოვიდ-19“-ის შედეგებთან გასამკლავებლად 19 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

აშშ-ში ფერმერებისთვის „კოვიდ-19“-ის შედეგებთან გასამკლავებლად 19 მილიარდ დოლარი გამოიყოფა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი დახმარების სახით 19 მილიარდ დოლარს მიიღებს.

თანხა გამოყოფილია იმ ფერმერებისთვის, რომლებიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაზარალდნენ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პროგრამის ფარგლებში თანხის ნაწილი პირდაპირ ფერმერებს დაურიგდებათ, ხოლო ნაწილი საკვების შეძენას მოხმარდება იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.