აშშ-ში, ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის შედეგად 2 228 ადამიანი გარდაიცვალა. ეს აშშ-ში ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აშშ-ში „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 25 700-ზე მეტია.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა აშშ-ში 600 000-ს გადააჭარბა. ამასთან, „კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა – 203 000 აღრიცხულია ნიუ იორკის შტატში, სადაც ვირუსით 10 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.