მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
აშშ-ში ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ქვეყნის პროფილაქტიკისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, ელექტროსიგარეტების მოხმარების შემდეგ, სასუნთქ გზებთან დაკავშირებით პრობლემები სულ 1080 ადამიანს შეექმნა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაავადებულების 80 პროცენტი ახალგაზრდა მამაკაცები არიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები 15 სხვადასხვა შტატის წარმომადგენლები იყვნენ. მათი ასაკი 27-დან 71 წლამდე მერყეობს.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პროფილაქტიკისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი იუწყება, აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ შემაშფოთებელია. რობერტ რედფილდის განმარტებით, რეალური სურათი კი გაცილებით საგანგაშოა, რადგან ეს აისბერგის მხოლოდ წვერია.
აშშ-ის ბაზარზე მრავალი სახეობის ელექტროსიგარეტი და მისთვის განკუთვნილი ათასობით სხვადასხვა სითხე იყიდება. სტატისტიკური მონაცემებით კი, ელექტროსიგარეტების მოხმარება მოზარდებში საგრძნობლად იმატებს. 2018 წლის მაჩვენებლით, აშშ-ში ელექტროსიგარეტს 3,6 მილიონი მოსწავლე მოიხმარდა