აშშ-ში ე.წ. კრემლის ანგარიშის ფიგურანტების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ
ამერიკელი სენატორები ე.წ. კრემლის ანგარიშის ფიგურანტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.
ინიციატივის ავტორები ბენ კარდინი, რობერტ მენენდესი და შეროდ ბრაუნი არიან. კანონმდებლებმა შესაბამისი დოკუმენტი სენატში წარადგინეს. რეზოლუციის ტექსტში სენატორები მოუწოდებენ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს და თეთრ სახლს, უკეთ გამოიყენოს კონგრესის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ვაშინგტონის მეტოქე ქვეყნებისთვის წინააღმდეგობის გაწევას სანქციების გზით ითვალისწინებს.
ამერიკელი პოლიტიკოსები რუსეთს „უკრაინაში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრასა“ და სირიის მთავრობის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. რეზოლუციის ავტორები კრემლს ევროპის და აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევაშიც სდებენ ბრალს.
ამის გათვალისწინებით, კანონმდებლები მოუწოდებენ, სენატს მიიღოს ერთობლივი განცხადება, რომელშიც რუსი მაღალჩინოსნები წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ. კერძოდ საუბარია ე.წ. კრემლის ანგარიშის ფიგურანტებზე.
აღნიშნული დოკუმენტი 29 იანვარს გამოქვეყნდა და მასში მოცემულ ე.წ. შავ სიაში რუსი პოლიტიკოსები და ოლიგარქები მოხვდნენ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის უახლოეს წრეს წარმოადგენენ. მათ წინააღმდეგ სანქციები ჯერ არ დაწესებულა.