ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძლიერი შტორმის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ორი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის გამო გადადებულია ათასობით რეისი.
ყველაზე რთული მდგომარეობა მონტანას შტატშია, სადაც ტემპერატურა მინუს 45 გრადუსამდე დაეცა.
სტიქიას ებრძვიან ვისკონსინში, კანზასში, კენტუკის, კოლორადოს, მისურის, მიჩიგანის, ნებრასკას, ნიუ ორკის, ოჰაიოს, ოკლაჰომისა და ტენესის შტატებში.