აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება
აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება

დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით, 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ.

ამერიკის 50 შტატიდან თითოეული სენატში ორი სენატორით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრების მანდატი ორწლიანია და ისინი უფრო მცირე ოლქებს წარმოადგენენ.