აშშ-ში ე.წ. შავი პარასკევი დაიწყო
აშშ-ში დღეს ე.წ. შავი პარასკევი დაიწყო. სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი მომხმარებლებს წინასაშობაოდ მასშტაბურ ფასდაკლებებს სთავაზობს.
ტრადიციულად, „შავი პარასკევი“ კალენდარში ნოემბრის ბოლო კვირას არის აღნიშნული.
ეროვნული სავაჭრო ასოციაციის ინფორმაციით, ამერიკელი მოქალაქეები მსხვილი შენაძენების 70%-ს სწორედ აღნიშნულ პერიოდში აკეთებენ. ამასთან, ასოციაციაში განმარტავენ, რომ ფასდაკლების მაჩვენებელი 40%-ის უნდა აღემატებოდეს.
ე.წ. შავ პარასკევს მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობენ ინტერნეტ მაღაზიებიც.
გასულ წელს, მხოლოდ შეერთებული შტატებში, ონლაინ გაყიდვებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.