აშშ-ში, დენვერის ოლქში „მაგიური სოკოების“ დეკრიმინალიზაცია მოახდინეს
აშშ-ში, დენვერის ოლქში „მაგიური სოკოების“ დეკრიმინალიზაცია მოახდინეს.
გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო. საყოველთაო გამოკითხვაში დენვერის მოსახლეობის 50,6%-მა ჰალუცინოგენის შემცველი სოკოების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.
ტექნიკურად „მაგიური სოკოების“ მიღება კვლავ აკრძალული იქნება, თუმცა მომხმარებლების მიმართ სასჯელი მაქსიმალურად შემსუბუქდება. ამასთან, აღნიშნული სოკოების მომხმარებლების დაკავება პოლიციისთვის პრიორიტეტული აღარ იქნება.
„მაგიური სოკოები“ ჰალუცინაციების გამომწვევ ნივთიერება პსილოციბინს შეიცავს, რომელიც აშშ-ში იმავე ჯგუფის ნარკოტიკად არის აღიარებული, რაც ჰეროინი და „ელ-ეს-დე“.
დენვერის ოლქში მარიხუანის დეკრიმინალიზაცია 2005 წელს მოახდინეს.