აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელიც სამალავში ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ინახავდა
ჩრდილოეთ კაროლინაში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც 30 ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. 47 წლის რანდალ ლის ბრალად მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება წაუყენეს.
გამოძიების ცნობით, დაკავებულის სახლთან ახლოს მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი ხელნაკეთი ბომბები რკინის მილებისგანაა დამზადებული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და გამნაღმველები.
თავად დაკავებული ამტკიცებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. პოლიცია ვერ აკონკრეტებს, რა მიზნით ამზადებდა ბრალდებული ასაფეთქებელ მოწყობილობებს.