აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ისრაელში, აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის მცდელობაშია ბრალდებული
აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ისრაელში, აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის მცდელობაშია ბრალდებული, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ორმაგი მოქალაქეობის მქონე, ამერიკელ-გერმანელი მამაკაცი თელ ავივში აშშ-ის საელჩოს დაწვის მცდელობისთვის დააკავეს.
ოფიციალური წყაროების ცნობით, 28 წლის ჯოზეფ ნოიმაიერი ნიუ იორკში, ჯონ კენედის აეროპორტში დააკავეს. ის ისრაელიდან იყო დეპორტირებული მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩოს მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობებით იპოვეს.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ „თელ ავივის საელჩოს დაწვას აპირებდა“. ის ასევე წერდა: „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ამერიკელებს!“
ასევე ცნობილია, რომ ნოიმაიერმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მუქარის შემცველი შეტყობინებებიც გამოაქვეყნა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დააკავებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.