აშშ-ში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც „ტვიტერში“ ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის, ბილ გეითსის, ილონ მასკის გვერდებზე კიბერშეტავაშია ბრალდებული
ფლორიდაში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც „ტვიტერზე“ ჰაკერული შეტევით ერთ დღეში ბიტკოინებში 100 000 დოლარი მოაგროვა, – ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, 17 წლის გრეჰემ ივან კლარკმა კიბერშეტევა მიკრობლოგის 100-ზე მეტ გვერდზე მიიტანა და შეძლო, წვდომა მოეპოვებინა ისეთი ცნობილი პიროვნებების გვერდებზე, როგორებიც არიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი, მილიარდერები – ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, რეპერი კანიე უესტი და მისი მეუღლე კიმ კარდაშიანი.
არასრულწლოვანს ფლორიდაში გაასამართლებენ, რადგან შტატის კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, რომ ფინანსური თაღლითობის საქმეში არასრულწლოვანი სრულწლოვანივით გასამართლდეს.
გამოძიებაში ჩართული იყო ფედერალური ბიურო, საერთაშორისო შემოსავლების სამსახური და საიდუმლო სამსახური.