აშშ-ში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, არაფერი სმენია ინფორმაციაზე, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა პეკინს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლის, ლიუ პენგიას განცხადებით, მას არაფერი სმენია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა პეკინს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„უკრაინაში არსებული სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია. ახლა მთავარი პრიორიტეტი დაძაბული სიტუაციის ესკალაციის ან კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილებაა“, – განაცხადა ლიუ პენგიამ.
შეგახსენებთ, „ფაინანშალ თაიმსმა“ და „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა.