აშშ-ში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 705 ადამიანი ემსხვერპლა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში, აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის მსხვერპლთა რიცხვი 1000-ს ქვემოთაა.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 2 მილიონ 200 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსულ ინფექციას აშშ-ში 119 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ-ის რამდენიმე შტატში, მათ შორის არიზონაში და ფლორიდაში, ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული ზრდა აღინიშნა. აშშ-ის ბევრი შტატი ეკონომიკის გახსნას იწყებს იმის მიუხედავდ, რომ ყოველდღიური დადებითი მაჩვენებლები 16 შტატში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ 5-პროცენტიან მაჩვენებელს აჭარბებს.