აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 57 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 57 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 57 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უკვე მეოთხეა დღეა, რაც აშშ-ში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად იზრდება. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა 2.8 მილიონს მიუახლოვდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსულ ინფექციას 728 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში აშშ-ში „კოვიდ-19“-ით უკვე 129 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის შვიდ შტატში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ტეხასის შტატში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.