აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 41 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 338 ადამიანი კი გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 338 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კორონავირუსით ინფიცირების 41 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“ სულ 2 590 582 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 126 141 ინფიცირებული.
აშშ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.