აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 46 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 976 ადამიანი
აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 46 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 976 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“- ის 46 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას „სიენენი“  ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 976 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების  5 913 941 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 181 800 პაციენტი გარდაიცვალა.