აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 102 420 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 618 ადამიანი
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 102 420 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 618 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 102 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გარდაიცვალა 2 618 ადამიანი.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსის  26 916 192 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ჯამში გარდაცვლილია 462 173 ადამიანი.