ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 2 731 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა დაინფიცირების 37 179 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამგვარად, აშშ-ში „კოვიდ-19“ სულ 824 438 ადამიანს დაუდგინდა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 45 039 შეადგინა.
როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, აშშ-ში გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ზოგიერთმა შტატმა სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვაც დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა როგორც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით.