ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების 21 030 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-ს 1763 ადამიანი ემსხვერპლა.
მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. საერთო ჯამში კი ქვეყანას ამ დროისთვის უკვე 84 119 გარდაცვლილი და 1 390 406 ინფიცირებული ჰყავს.