ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 646 ადამიანი გარდაიცვალა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 46 769-ს შეადგინა.
მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 474 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 842 376 შემთხვევა, აქედან ბოლო ერთ დღეში კოვიდ-19-ით ინფიცირება 16 667 ადამიანს დაუდგინეს.
ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით და გარდაცვლილთა რიცხვით.