აშშ-ში კორონავირუსით კიდევ 1 064 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 18 106 ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში აშშ-ში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა კორონავირუსის 1 342 594 შემთხვევა.
გარდაიცვალა 80 820 კოვიდინფიცირებული.