აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 46 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 46 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 074 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ში რეგისტრირებულია „კოვიდ 19“-ის ხუთი მილიონ 141 ათასზე მეტი შემთხვევა.
გარდაცვლილია 164 ათასზე მეტი ინფიცირებული.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.