აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 38 845 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 264 პაციენტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 38 845 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 264 პაციენტი.
ქვეყანაში ვირუსი უკვე 2 548 996 ადამიანს აქვს დადგენილი, მათგან 125 804 გარდაიცვალა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული მონაცემები 50-ვე შტატის სტატისტიკას ასახავს.