აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 26 169 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 434 ინფიცირებული
აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 169 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 434 ინფიცირებული.
შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ში ამ დროისთვის რეგისტრირებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა სულ ექვსი მილიონ 326 ათასს აღწევს, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 189 642-ს შეადგენს.
კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.