ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 621 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
განახლებული ინფორმაციით, აშშ-ში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 1 309 550-ს აღწევს. 1 615-ით გაიზარდა ფატალური შემთხვევების რაოდენობაც.
აშშ-ში კორონავირუსით 78 795 პაციენტია გარდაცვლილი.