აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 24 485 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 646 პაციენტი
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 24 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 2 371 422-მდე გაიზარდა.
მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 646 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი ვირუსს 121 870 ემსხვერპლა, მათგან 22 ათასი მხოლოდ ნიუ იორკში.