აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 074 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „გარდიანი“ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 44 864-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხი, რომელიც ახლა 5 551 793-ს შეადგენს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევებით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.