აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 67 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 67 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1,233 პაციენტი გარდაიცვალა.
აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან შემდეგ კოვიდ-19-ის 4,5 მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 152 000-ზე მეტი გარდაიცვალა.
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.