აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 61 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 685 ადამიანი კი გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 61 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 685 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 3 2 45 925 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსს სულ 134 777 ადამიანი ემსხვერპლა.