აშშ-ში ბოლო 24 საათში კოვიდ-19“-ის 190 920 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 389 ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 190 920 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 389 ადამიანი დაიღუპა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 16 253 219 დადსტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 299 219 ადამიანი.