აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 752 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15 000-ზე მეტი დაინფიცირდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10366-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა ოდენობამ კი 352 971-ს გადააჭარბა.
ინფიცირების შემთხვევათაგან 130 689 ნიუ იორკშია დაფიქსირებული, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში 599 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსს სულ 752 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 15 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ნიუ იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობას გადის 16 837 ადამიანი.
აშშ-ის მასშტაბით დღემდე ვირუსისგან განკურნება შეძლო 20 000-მდე პაციენტმა.