აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 995 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 188 952 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 24 627 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 410 105-ს შეადგენს.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.