აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2523 ადამიანი გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში კორონავირუსის ეპიდემიას ქვეყანაში 70 802 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 22 303 შემთხვევა.
საერთო ჯამში, ინფიცირებულია 1 193 813 ადამიანი.