აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 108 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 108 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ის მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ორი ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 108 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა, აქედან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში დაავადება 35 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ექიმმა დებორა ბირქსმა განაცხადა, არის კარგი ნიშნები, რომ ეპიდემია სტაბილურდება, თუმცა ქვეყანას კორონავირუსის გავრცელების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით სულ 18 849 ადამიანია გარდაცვლილი.