აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1224 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1224 ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1224 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსის 1 467 884 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 25060 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 89 000-ს უახლოვდება.