აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 1849 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 1849 ადამიანი გარდაიცვალა.
ერთ დღეში ვირუსი კიდევ 33 494 ადამიანს დაუდასტურდა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში 734 969 ადამიანი დაინფიცირდა, 38 903 ადამიანი კი დაიღუპა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ მაჩვენელებლით აშშ პირველ ადგილზეა, თუმცა ინფიცირებულების რაოდენობის გათვალისწინებით, სიკვდლიანობის მაჩვენებელი აშშ-ში, ჩინეთთან შედარებით 1 პროცენტით დაბალია.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ზოგიერთ შტატში მკაცრი შეზღუდვები ორშაბათიდან მოიხსნება. მათ შორის არის ტეხასი და ვერმონტი.
კარანტინის რეჟმის გაუქმების მოთხოვნით, რამდენიმე შტატში გუშინ აქციები გაიმართა.