აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 031 პაციენტი კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 031 პაციენტი კი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 92 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 031 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების, ასევე ლეტალური შემთხვევების მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 27 189 761 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 468 103 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.