აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 71 135 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 975 პაციენტი
აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა აღინიშნა. „სიენენის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში „კოვიდ-19“ 71 135 ადამიანს დაუდასტურდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 3 570 000-ს გადააჭარბა. ბოლო ერთ დღეში, აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 974 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 138 000-ს აჭარბებს.
ყველაზე რთული მდგომარეობა არიზონას, ფლორიდის, ტეხასის და კალიფორნიის შტატებშია, ინფექციის ზრდა კი აშშ-ის თითქმის ყველა შტატში შეინიშნება.