აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 918 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 906 პაციენტი
აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 62 918 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია 3 236 130 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 906 პაციენტი გარდაიცვალა.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 134 572-ს აღწევს.