აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 469 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 312 პაციენტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 60 469 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 312 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 3 296 599 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 135 ათასზე მეტი ადამიანი.