აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 53 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 649 პაციენტი
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 53 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 649 პაციენტი

აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, ბოლო ერთ დღეში აშშ-ში „კოვიდ-19“ 53 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ერთი დღის მაჩვენებლით, მსგავსი რაოდენობის ინფიცირების შემთხვევა პირველად დადასტურდა.

ბოლო ერთ დღეში აშშ-ში კორონავირუსით 649 ადამიანი დაიღუპა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს უკვე 128 677 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირების შემთხვევებმა აშშ-ში 2 მილიონ შვიდასი ათასს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 840 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა საჯარო სივრცეში სახის დამცავი ნიღბების ტარების ბრძანება გამოსცა.