ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მეორე ყველაზე მასშტაბური ზრდა აღინიშნა. ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 37 077 ადამიანს დაუდასტურდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევებმა რეკორდულად მოიმატა ფლორიდაში და ტეხასში. გართულებული მდგომარეობის გამო, ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ფაზის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკის გახსნის შემდეგი ეტაპი შესაძლოა, კალიფორნიის შტატმაც გადაავადოს.
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების კლებაზე განაცხადა ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ, რომელმაც თქვა, რომ სხვა შტატებმა ეკონომიკები ნაადრევად გახსნეს.