გასული 24 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ 19“-ის 23 405 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში ვირუსით 1 324 ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში „კოვიდ 19“-ით 1 528 235 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია სულ 91 664 ადამიანი.